воскресенье, 15 мая 2016 г.

      პრეზენტაციის დღემ კარგად ჩაიარა, თუმცა წინასწარ ძალიან ვღელავდი. წარვადგინე ჩემი ნაშრომი. მივიღე ჯგუფის წევრებისგან  უკუკავშირი, რასაც გავითვალისწინებ პროექტის საბოლოოდ  დასრულებისათვის. 
      დღეს შევაჯამეთ  ტრენინგზე მიღებული ცოდნა.
     ტრენინგზე მიღებული ცოდნა და პროექტზე მუშაობის პრაქტიკა შესაძლებლობას მომცემს სასწავლო აქტივობები დავუკავშირო ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გავზარდო სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
    ვისწავლე, თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განვსაზღვრო მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო.
      










четверг, 12 мая 2016 г.


მოდული 7
ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
დღეს განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელებთ, როგორ გამოიყენოთ ტექნოლოგიები  სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.   დავგეგმე თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები  და შევქმენი მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.
ასევე, ვისწავლე, როგორ დავამატო ბლოგზე გვერდი, დავამატო საქაღალდე, როგორ შევცვალო ბლოგის ფონი.

вторник, 10 мая 2016 г.

       

            ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ თუ რა მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში. 
         მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლები   აქტიურ  მონაწილეობ იღებენ შეფასებაში, რაც სწავლის შედეგზე დადებით გავლენას ახდენს. მოსწავლეებს  სჭირდებათ სწავლის  ბევრი ახალი უნარ-ჩვევის გამოყენების შესაძლებლობა, რითაც უვითარდებათ სწავლის პროცესის კონტროლის უნარის შეგრძნება და თავს წარმატებულ, სწავლის უნარის მქონე მოსწავლეებად მიიჩნევენ.

суббота, 7 мая 2016 г.

დღეს ტრენინგის მეხუთე დღეა.
 დღეს მოსწავლის როლი მოვირგე, რაც საინტერესო იყო. ეს დამეხმარება  გავიგო და გავითვალისწინო თითოეული მოსწავლის ინტერესი და შესაძლებლობა. როგორ გამოიყენებენ თავიანთ ცოდნასა და უნარს  ნამუშევრის შესაქმნელად, როგორ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, შესძლებენ თუ არა თანმშრომლობას. 

среда, 27 апреля 2016 г.

   ტრენინგის მეოთხე დღე იყო ინფორმაციულად დატვირთული და თან სახალისო. 
დღეს განვიხილეთ, თუ როგორ გამოვიყენო ინტერნეტ რესურსები სწავლის პროცესების გასაუმჯობესებლად, კერძოდ ინტერნეტ კავშირი მოსწავლეებთან საგაკვეთილო პროცესში. ვიმუშავეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებზე, ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათი კანონიერი გამოყენების შესახებ.
  აღნიშნული საკითხები დამეხმარება ,მოვახდინო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება.





воскресенье, 24 апреля 2016 г.

   დღეს განვიხილეთ პროექტის შეფასების  მეთოდები, რომლებიც ჩემთვის სიახლე და თან საინტერესო იყო. აღნიშნული მეთოდი დამეხმარება პროექტის ეფექტურად  და სწორად წარმართვაში.
    ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების  სწორად ჩამოყალიბებაზე. კითხვების სწორად დასმა დამეხმარება თემის შინაარსის განსაზღვრასა და სტანდარტის მიზნის მიღწევაში.

суббота, 23 апреля 2016 г.

ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა. ავირჩიე თემა  და საგნობრივი სტანდარტიდან გამომდინარე განვსაზღვრე მიზანი.
 დღევანდელი დღე დამეხმარება პროექტის სწორად დაგეგმვასა და  განხორციელებაში.