ტრენინგის მეოთხე დღე იყო ინფორმაციულად დატვირთული და თან სახალისო.
დღეს განვიხილეთ, თუ როგორ გამოვიყენო ინტერნეტ რესურსები სწავლის პროცესების გასაუმჯობესებლად, კერძოდ ინტერნეტ კავშირი მოსწავლეებთან საგაკვეთილო პროცესში. ვიმუშავეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებზე, ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათი კანონიერი გამოყენების შესახებ.
აღნიშნული საკითხები დამეხმარება ,მოვახდინო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება.