პრეზენტაციის დღემ კარგად ჩაიარა, თუმცა წინასწარ ძალიან ვღელავდი. წარვადგინე ჩემი ნაშრომი. მივიღე ჯგუფის წევრებისგან უკუკავშირი, რასაც გავითვალისწინებ პროექტის საბოლოოდ დასრულებისათვის.
დღეს შევაჯამეთ ტრენინგზე მიღებული ცოდნა.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა და პროექტზე მუშაობის პრაქტიკა შესაძლებლობას მომცემს სასწავლო აქტივობები დავუკავშირო ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გავზარდო სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ვისწავლე, თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განვსაზღვრო მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო.